↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ის

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
ის, ვინაც ახლა ამ ლექსისდა ამ თქმის ადრესატია,ვინც მე მიქადის დალექვას,ვინც ბევრის დედა ატირა.
მე ვიცი არ წაიკითხავსიგი ამნაირ "ნაჯღაბნებს",ის ახლა ითვლის ასაღებსდა აღებულებს აჯამებს.
რა უცნაური დრო არის, _არა ცოდნა და მორალი,დღევანდელსა და მომავალსყიდულობს ახლა დოლარი.შვილს ძმათა ომში აცილებს...მოუწყენიათ არწივებს,სამშობლო, როგორც დონორი,სულ სისხლად დაინაწილეს.
შტერია ის ან მტერია,ანდა არ ვიცი ვინ არი, _მოკლა, რაც ჩემში მღეროდა,გული მიკვნესის მტკივანი.
მაინც, დარდი რომ შემოვა,ჩამძახებს ბედისტრიალი:_ "ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი".
1992
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი