პოეზია · ლირიკა
ისრაელი
ჯემალ აჯიაშვილს
ამ პატარა დიდმა ხალხმა,დღეს უდაბნოც ააბაღა.
და გვეძახის ის მთა-ველი,ის წყალი და ის ჰაერი:_ მიტომ არის ისრაელი,რომ ვიცოდეთ, ვის რა ელის.
ებრაელის შებრალებისოცდაექვსო საუკუნევ,საქართველოს იარებიცგაუკურნე, _
ვიცი _ მოწყალეა ღმერთი,თუ მზეს თავისუფალს ელტვი.
მიტომ არის ისრაელი,რომ ვიცოდეთ, ვის რა ელის.
1997