პოეზია · ლირიკა
მე რომ მინდოდა
მე რომ მინდოდა, ის სიყვარულიისევ დამეძებს, ან მელოდებადა სიჭაბუკე შორს გაპარულიზოგჯერ იმგვარი წვით მეორდება.
ზოგი სურვილი თუკი ამიხდააუხდენელმა უფრო იმატა,ჰოდა, რამდენი კარგი ამინდიამაზე ფიქრმა კვლავ გამიავდრა.
რა კარგიც უნდა მქონდეს ნახული,მას სასურველი მაინც არ ჰქვია,მე რომ მინდოდა, ის გაზაფხულიდგას, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია.
მზევ, რომ იწვი და ჩემთვის ილევი,ხან რომ მათბობ და ხანაც მატირებ,დაუოკებელ ამ სურვილებისუსასრულობა შენ მაპატიე.
ჟინიან ფიქრებს მივდევ ფარულად,არა წიგნებში, არა რუკებზე, _სასიცოცხლოდ და სასიხარულოდთვით ამ მიწაზე ვეძებ უკეთესს.
1965