პოეზია · ლირიკა
მზე იგვიანებს
ღამის ნარჩენები, მოშავო ჩრდილები,შემორჩა დილაზე მთების ღრმა ნაოჭებს,მერევა სურვილები,ლოდინით ვილევიდა მინდა, ვიღაცა ჭიშკართან გამოჩნდეს.ხმაგაკმენდილი და ცერზე შემდგარიბუნება ისინჯავს მორჩენილ იარებს,ღელავენ ფოთლები,მეც ასე მღელვარიგავყურებ მწვერვალებს, _მზე რად იგვიანებს?
რა მოხდა ნეტავი?იქნებ სიზმარია?იქნებ აღმოსავალს გული ატკენია?ზეცა უღრუბლოა,მაგრამ მიმქრალია,მე კი მზის ლოდინითცრემლი დამდენია.
1965