↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიყვარხარ ისე, რომ ძილისთვისაც

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
რად მომაგონდით, ძველო ვარძიავ,ძველო ასპინძავ, ძველო ხერთვისო,ოკეანეში, კეთილ იმედისკონცხთან მიმავალ გემის ერდოზე?რად მომაგონდი, სხალთის ფრესკაშიშთენილო მადლო თვალუხუჭავო?რად მომაგონდი, ხაბელაშვილო,ხეიბრად მდგარო ციხევ-ხიჭავრო?ოკეანეში, კეთილ იმედისკონცხთან მიმავალ გემის ერდოზეროგორ მომნახე, ჩემო იმედო, _ვარძიავ, ხიხავ, ტბეთო, ხერთვისო?!აქ, შორეული ცის მთვარეებირომ მევლებიან ოქროს ბლონდებით,მშობლიურებო, ასე მგონიაუფრო ახლო ვარ, როცა გშორდებით.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი