↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუგეში

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52773 ნახვა

—
ნუგეში უნდა ყველას და ყოველს,ნუგეში სიტყვით,ნუგეში საქმით,მზის სხივებიც კი ნუგეშს ითხოვენ,სხვაგვარად იქნებ ისინიც ჩაქრნენ.
ფოთოლი რაა, ფოთოლსაც უნდანუგეში ხელის, წვიმის და ზეცის,გულს კი ნუგეში ყველაზე მეტადმოარჩენს,თორემ გული თუ გეწვის...
ნუგეში უნდა ყველას და ყოველს:კაცებს და ჩიტებს,წყლებსა და გემებს,უნუგეშობა ყოველთვის ტოვებსშიშს, დამარცხებებს,სიკვდილს და ნგრევებს.
ჩვენებურს შევხვდი იზმითს დასტამბოლს(თურმე უცნობი გულიც გულს უგებს),ვიგრძენი _ მისი ღიმილიც ამბობს _საქართველოდან ველიო ნუგეშს.მაგრამ ასეთი ნუგეშის პოვნაყოველთვის განა გეადვილება?ძნელია ყველა იმედის მოვლა,თუმცა იმედი არ დაილევა.
ნუგეში უნდა ყველას და ყოველს,შრომას და სურვილს,აზრსა და სიტყვას,სახლსა და მიწას,ფესვსა და რტოებს,შენც, მეგობარო, ძლიერ რომ გიყვარს.
თუ ცოცხლობ, კიდეც უნდა გიყვარდეს,რაა სხვაგვარად წუთისოფელი,თვით სიყვარულიც სიყვარულს გარდაყველგან, ყოველთვის ნუგეშს მოელის.
1969
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი