↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა ეშველება

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52771 ნახვა

—
თავისუფალი, როგორც სინდისი,ღარიბი, როგორც პატიოსნება,დგას მოწყენილი ჩემი თბილისი,გაჩუმებულან მისი მგოსნები.
რა ჰქნას? _ სიმშვიდეს შლიდა არევა,დაჭრილ ქვეყანას ეწვის ჭრილობადა ჭრილობაზე უფრო მწარეა,შვილს რომ არ უნდა ზოგჯერ შვილობა.
სასოწარკვეთის პირზე მისულიქალაქი, როგორც დედა, იტირებს:_ რა ეშველება ამდენ სიძულვილს,რა ეშველება ამდენ სიკვდილებს?!პასუხი ისევ თბილისს შეჰფერის,რადგან ისაა თავიც, მთავარიც;ბებერი, როგორც ისნის კედელი,ლამაზი, როგორც მეფე თამარი
1992
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი