პოეზია · ლირიკა
რა ვქნათ, _ დარდი ბევრი გჯიჯგნის
რა ვქნათ, _ დარდი ბევრი გჯიჯგნის,ბევრი რამეც გადარდებს,მაგრამ მონატრებამ იცის, _დარდებს განზე გადადებს.
თუ ფიქრს, შენ რომ ზეცად გხურავს,ტოვებ ციურ მადლადვე,სიტყვას, როგორც მატყლის ქულას,ლექსად უნდა ართავდე.
1999