პოეზია · ლირიკა
სახე
ზოგის მზერაში გსუსხავს ჰაერიდა შავი ყინვა ჩამქრალ ხანძრების,ზოგის სახეზე მოჩანს თვალები,როგორც ცარიელ სახლის ფანჯრები.
ზოგს რა აწუხებს, ვერა, ვერ იტყვი, _დაუმალია ავიც, კეთილიც,დგას მძიმედ, როგორც რკინის სეიფიდა პირისახე აქვს დაკეტილი.
და მტკივა რაღაც ჩუმად, მალულად,შენც გულში წყენა შეგეპარებადა მწუხარება, როგორც ღამურა,აფარფატდება შენივ თვალებთან.
სახეს კვლავ ბინდი თუ შერჩენია,გული თვალებში სითბოს დაეძებს,ყოველ მოწმენდილ ცას მირჩევნიაკარგი ამინდი კაცის სახეზე.
1965