პოეზია · ლირიკა
სიტყვა მთავარი
ძმამ მითხრა: ბევრი წელი დაიფშვნაისე, რომ ჩვენში მარჯვედ არავისარ უთქვამს ის, რაც ამ სულში იშვა,არ უთქვამს ჩემი სიტყვა მთავარი.
მე ვიცი შენი გული და ხათრი,ვიცი, რომ გიყვარს ეს ბილიკები,მაგრამ თუ სიტყვას ძელივით გათლიდა ჩემი ფიქრის მთქმელი იქნები,
თუ დუნიაზე უშიშრად ივლიდა მთელ ქვეყანას(მტრების ჯინაზე)აჩვენებ მართლად ჩემს ხალისს, ტკივილს,სიტკბო-სიმწარეს,ღონეს, სინაზეს,
თუ საქართველოს რამეს შემატებპატიოსან და ჭკვიან ლექსებით, _წადი...მოვუვლი თვითონ მე ამ მთებს,ვიქნები შენი წილის მთესველიც.
თუნდა შორს იყო, დაგლოცავ ძმურად,ოღონდ შენი რამ სიბრძნე გავიგო,რასაც მოვიმკი, რასაც დავწურავ,არ დაგაყვედრი _ ისე გაგიყოფ.
მაგრამ თუ ჩემი სულის საუნჯექვეყნად აბნიე სიტყვით ღარიბით,მოვალ, მოგნახავ, სადმე დაგიჭერდა შემოგდენი მთაში ხარივით.
მითხრა, შევშინდი და მაინც წაველ,თუმცა კი ვიცი, ეს გზა რა არი,რამდენსაც ვამბობ, უფრო მაწვალებსძმის მინდობილი სიტყვა მთავარი.
1961