პოეზია · ლირიკა
შენ გენაცვალე, გაზაფხულო
ჭაბუა ამირეჯიბს, რეზო მიშველაძეს
შენ გენაცვალე, გაზაფხულო,შენს მოსვლას ვლოცავ,გთხოვ, მოურჩინო გული მამულსნამუსრს და მომწვარს.გთხოვ, შეარიგო შურ-ბოღმებითშებმული ძმები,ამოიყვანე ყვავილებადდაღუპულთ ძვლები,ძველ მიწას _ ჩვენსას,ამდენ სისხლით და ცრემლით ნარწყავს,ფესვი და თესლი მომშივნიამიეცი, რაც გაქვს,მოწყალების დავ, _ გაზაფხულო,იყავ მედეა,ჰკურნე ბალახით, _მიწა შენი მოიმედეა.
1994