↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სოფლის სკოლის ხვაშიადი

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52774 ნახვა

—
მწუხარე დედას ჰგავს მთაში სახლი, _ჩემი გამზრდელი სკოლა, ჭკვიანი,ისევ მიცქერის ჯავრით და ნაღვლით,დაბერებული, ყავარჯნიანი.
ძელის ნაბზარში თითებს რომ გავჩრიდა მოფამფალე ჭერქვეშ შევძვრები,მკითხავს: ვინ გიშლის, რა გიშლის, რა გჭირს,გამზრდელის შველა რად ვერ შეძელი?!
ხედავ? _ შენს მერხზე ნაფშვენი წელთააბლად ქცეულა, ისე ძველია,თავნიდან გაბმით წვეთი რომ წვეთავსმარტო წვიმაა? _ ჩემი ცრემლია!
გადამირჩინეთ იქ ჩემი სკოლა,არ შეატოვოთ ნორჩები მოლას!უძლო აჭარამ ბევრ წყენა-ტკენას,გული კვლავ გულობს და ნიჭი ნიჭობს,
ჩვენი ერობის ფესვი და გენი,რომ ვეღარავინ ვერ ამოგლიჯოს,გადამირჩინეთ იქ ჩემი სკოლა.არ შეატოვოთ ნორჩები მოლას!
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი