პოეზია · ლირიკა
ხინოს ეკლესია
რა სევდიანი სიმღერით მხვდებახინოს ხეობა და ეკლესია,ხმა ჟრუანტელად მოივლეს მთებმამთების ხმა ჩემთვის მუდამ ლექსია.თითქოს მეც ტყე ვარ და ხეობა ვარ,ჩემშიც მრავალი ციხე დალეწეს,დღეს იმ ნანგრევებს და უფრო მთავარსეს ეკლესია ჩემში დაეძებს.აი, ბალახთა მწვანე სანთლებიიწვის, კელაპტრობს ნანგრევის ქვაზე,ძველი გზაბაწრით ავედევნებიტყეში ფირალად გაპარულ ვაზებს.რა ფიქრიანი დუმილით მხვდებახინოს ხეობა და ეკლესია,ეს ხმა, სიჩუმე და თავად მთებიიმ ძველ ხანძართა წინწკლებს მესვრიან.
1970