↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხმა უნდა იყოს

ხალვაში ფრიდონ

2023-05-121 წთ საკითხავი52768 ნახვა

—
მე შენთან ყოფნა უმაღლეს ყოფნადმწამდა, მამულო უსაყვარლესო,შენთა მჯიჯგნელთა ასაკაფავადყოველთვის მინდა მახვილი ვლესო.
შენს მაგინებელს რატომ ვეფერო,რაც არა მჯერა, რად დავიჯერო,დღეზე, რომელმაც მატკინა გული,კმაყოფილებით როგორ დავწერო?
ის ხმა რა ხმაა,თუ თვითონ ხალხმავერ იგრძნოდა ხმა ხალხში არ თბება?თუ სიტყვა გასხლულ მუხის ტოტივითღობეს ეცემა და ჩუმად კვდება.
1967
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი