პოეზია · ლირიკა
რა ხდება გამაგებინე
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
რა ხდება, გამაგებინე
სამარის ქვაზე სწერია:ვიყავ, ვიცხოვრე, წამოვე.-ძვირფასო! გამეხმაურეერთი მითხარი, ხმა მომე.იმქვეყნად, სადაც შენა ხარვარდზე ბულბული თუ გალობს?ან ჩვენებური ატამი,ანდა ქლიავი თუ ხარობს.თუ შვენობით ველებს შროშანი,ან რომელიმე ყვავილი,თუ ისმის ირმის ყვირილი,ან ღაძით ჭოტის ჩხავილი.თუ მოჩქეფს მდინარეებიარაგვისფერი კალმახით,თუ აზიდულან ზეცამდემთები ჩვენსავით ჭარმაგი.ან სიყვარული თუ აკრთობთგოგონებს პირმცინარეთა,თუ გესახება ეგ მხარეჩვენსავით ლამაზ მხარედა?ან შიში თუა? კაცის კვლა?ქურდობა? გაუტანლობა?ან იქნებ მანდაც არბევენქართველთა ჩამომავლობას?არ გენატრება, მითხარიისევ ჩვენს მხარეს წამოსვლა,დაჯდომა შობის სუფრაზეკახური ღვინის ჩამოსხმა.-ჩანს შეგაწყინე, ხმას არ მცემ,არაუშავრა, რა მოხდა.
1995წ.