↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინდა ხმამაღლა მიკითხავდე "გოქსუს"

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7030 ნახვა

—
/ვუძღვნი ჩემს მეგობარს/
მინდა, ხმამაღლა მიკითხავდე "გოქსუს"ან "მე და ღამეს"ან ლუის ბორხესს...ყველაფერ იმას, რას შენს სულს ავსებსან უფრო მოკლედ -იმას, რაც შენია და ვაქციე ჩემად....და მხოლოდ მე მესმოდეს შენი დუმილის ენა .....მინდა, შენს მკერდზე თავმიყრდნობილივუსმენდე შენს გულისცემას - ჩემი სურვილის ექოსდა ცხელ ხელისგულებში მქონდეს სახე მოქცეული....შორეული ზღვის სანაპიროდანმონაბერი მლაშე ჰაერი კი მეფერებოდეს,მზე კანს მიწვავდესდა ვგრძნობდე შენი სხეულის სითბოს....გახსოვს?გითხარი:მინდა, ხმამაღლა მიკითხავდეო "გოქსუს"...და შუაღამესვარსკვლავი რომ ჩამეწნა თმაში,შენი ხმა მომწვდა....და მეც დავიჯერე.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი