↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმა და შენ

გოგუაძე ნელიკო

2006-06-121 წთ საკითხავი7038 ნახვა

—
წვიმს.მე შენზე ფიქრებით უგონოდ ვითვრები,გამახსენდები, თვალებს დავხუჭავ,რომ არ შემეტყოს დარდი მალულიდა სიყვარული გადამალული.წვიმს.და მე ეს წვიმა მაგონებს შენს თავს,რადგან მასავით ხარ შორეული.ფანჯრის დარაბებს დავხურავ ახლა,არ დავინახი წვიმა ეული.წვიმს.დახურული ფანჯრის მინაზემომიკაკუნებს წვიმის წვეთები,მე თავშიშველი გავალ წვიმაში . . .ასე მგონია, სადღაც შეგხვდები.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი