↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მე ვიცდიდი"

კაკაბაძე ზურაბ

2015-06-121 წთ საკითხავი683 ნახვა

—
მე ვიცდიდი სალექსოდ და სანექტაროდდა ოცნებას ფრთები ჯერ არ გაეშალა,როცა შენი სიახლოვე სანეტაროიგრძნო ჩემმა მარტოობის კაეშანმა.ქარი, ქარი და ფოთლები ქარდაქარი,ქარი, როგორც ფრთაგაშლილი არწივი...შენ ეს გული სასმისივით გადაჰკარი,მაინც შენით პირსავსეა ყანწივით.მზე ამოდის, ანდა უკვე ამოვიდა,ცეცხლში დაწვეს, დარჩა ცეცხლის ღადარშივე...მოვალ შენთან და სიყვარულს თან მოვიტან,თუ ამ ქარებს, თუ ამ ქარებს გადავურჩი მე.ქარი, ქარი და ფიქრები ქარდაქარი.ქარი, როგორც ფრთაგაშლილი არწივი...შენ ეს გული სასმისივით გადაჰკარი.მაინც შენით პირსავსეა ყანწივით.
კაკაბაძე ზურაბ

კაკაბაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი