↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დაგრჩა ფიქრი"

კაკაბაძე ზურაბ

2015-06-121 წთ საკითხავი685 ნახვა

—
დაგრჩა ფიქრი, დაგრჩა მარტო განზრახული,ეგ თვალებიც დაცრემლე და დაისივე...ვეღარ მოვა სიყვარულის გაზაფხული,ვეღარც გული აყვავდება მაისივით.კარგი იყო: მზერა ცეცხლს რო დამინთებდადა ჩემს სულში უცხო ლექსად ხმიანობდა...შენი თმებით მოტანილი დაბინდება,შენს თვალებში ამოსული მზიანობა.მარტო შენთვის ძვირფას რითმებს ვიმეტებდი,მარტო შენგან მქონდა გული ნაჩუქარი...დაგრჩა ჩემი სიყმაწვილის იმედები,დაგრჩა ლექსი, როგორც ერთი საჩუქარი.დაგრჩა დარდი, დაგრჩა მარტო განზრახული,ეგ თვალებიც დაცრემლე და დაისივე...ვეღარ მოვა სიყვარულის გაზაფხული,ვეღარც გული აყვავდება მაისივით.
კაკაბაძე ზურაბ

კაკაბაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი