↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხუცესის ნათქვამი

გიგაური გიორგი

2016-06-121 წთ საკითხავი1318 ნახვა

—
ხუცესი შემხვდა ხატის კარს,თავისიანად მიგულა,ჯერ იახსარი ადიდა,მერე მომმართა ჯიქურად:_ მომრავლდნენ მიტმასნილები,მაფიქრებს მათი სიმრავლე,ჩამოურიგეთ სილები,თორემ ბოლოჟამს ინანებთ.გვმართებს გაკიცხვა სატანისდა ბრძოლისათვის მოთელვა,სიმტკიცე ჭირის ამტანი,შემართებაც და მოთმენაც!..ხატის კარს იდგა ხუცესი,მხრებზე ნაბადით შავითა,გმობდა უხამსს და უწესოს,ღვთით კურთხეული რაინდად.
გიგაური გიორგი

გიგაური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი