პოეზია · ლირიკა
შენ ხარ ვენახი!
ნოდარ დუმბაძე 1928–1984
მე მთაზე დამრჩა პატარა ოდა,კარგი დილა და კარგი ამინდი,ოდას ლამაზი პარმაღი ჰქონდადა ხავსიანი ეწყო კრამიტი.მათრობდა ჩემი სოფლის ჰაერიდა ზეცა ელვით გადახეული,მათრობდა ჩემი ეზოს ჩხავერი,ოდის ბირკვილზე გადახვეული.მე სიყვარული უზომო ვიციდა ამისათვის მამულს გეძახი,სიტკბო და მადლი ქართული მიწის _შენ ხარ ვენახი!