↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შვიდი მაისი

ღვინეფაძე ნანა

2016-06-121 წთ საკითხავი456 ნახვა

—
შენ გაფრენაზე გიჭირავს თვალიდა მე კი სადღაც წარსულში ვრჩები.ასი წლის შემდეგ რომ ქალს შეირთავ,ისიც მეტოქე იქნება ჩემი!..გაგერიდები მძლევარ ჩიტივით,დავესახლები ინდოეთს, რაბათსდა წარსულიდან გამოგიგზავნიპალმის ფოთლებზე დაწერილ ბარათს.გამოგიგზავნი იმ დიდ სიმდიდრეს,რომელიც ახლოს გეჩვენა მცირედ.ყოველ სპეკალზე უფრო ბრწყინვალეს,ყოველ ბორკილზე ძნელსა და მძიმეს...შენ გაფრენაზე გიჭირავს თვალი,მე სიმარტოვის კუნძულზე ვრჩები.ასი წლის შემდეგ ქალს რომ შეირთავ,ისიც მეტოქე იქნება ჩემი!..

ღვინეფაძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი