პოეზია · ლირიკა
ოცნება
მე ჩრდილოული ციალის მსგავსადვიფერფლები და თანდათან ვქრები.შენ მომისწარი მშვენიერ ირმით,ნატვრის ხესავით რომ ადგას რქები.შენ მომევლინე როგორც მერკური,დალოცე ყველა ჩემი სავალი.და გამიტაცე ფეხმარდი ირმითდა მიმიჩინე მთებში სავანე.ჩვენი ძე დალის ძესავით იშვა,მას თაყვანი სცა მთელმა იმერმა,და გამიზარდა იგიც ფეხმარდიიმ მშვენიერმა, ლაღმა ირემმა.მე, ჩრდილოური ციალის მსგავსად,შუბლზე მიბრწყინავს ზურმუხტის ქვები.შენ მომევლინე ქორბუდა ირმით,ნატვრის ხესავით რომ ადგას რქები.