↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხევსური

ნიშნიანიძე შოთა

2016-06-122 წთ საკითხავი24943 ნახვა

—
სამასი არაგველის ხსოვნასIზაფხულში, არაგვზე, სალუდე დუქანთან,უკრავდა დაირა და დათვი ბუქნავდა.ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,სიცხე ძუნძულდება მთლად დათვისნაირად.ღრეობდნენ ხევსურნი... და ზორბა ხინკლებიპეშვიდან სხლტებოდნენ,როგორც თხის ჯიქნები.დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეფინათ ხაშხაში,აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.გზაზე კი სურათი კაცს ღიმილს მოჰგვრიდა:ერთ ახმახს იაბო დაუფრთხა ბოგირთან.რაც ვნახე, როგორ ვთქვა ან როგორ გიამბოთ,გოლიათს ლაჯებში მოეხრჩო იაბო.ჩამოხტა დევკაცი და ცხენი მშიშარავეება იღლიის ქვეშ ამოიჩარა.გადმოვლო ბოგირი და მთვრალი ხევსურნიშემოხვდნენ ყიჟინით აზარტში შესულნი.ჩამოსვეს, მაგიდა ჩასცილდა მუხლისთავს,ჯამში აშიშინდა თვალები ბუღისა.რაც იყო სუფრაზე _ ერთიან მოხოცა,დათვიც კი დააფრთხო იმისმა ხორხოცმა.დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეკიდათ ხაშხაში,აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში,ურთიერთს ხანჯლებივით უღერდნენ ტაეპებსდა ჰგავდნენ ლანდები წარმართულ ღვთაებებს.ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.ცხენს გადაახუხა ხევსურმა არაყი.დეზი ჰკრა და... ფეხით გასტოპა არაგვი.როდესაც სიკვდილი იქ, ბარში, მოყვრებთანვენახებს მოხრავდა დამტკვრის წყალს მოხვრეპდა,მთიდან ჩამორბოდნენ ხარები ბარადადა რქებით ჩხვერავდნენ კრწანისს თუ მარაბდას!მთიდან ჩამორბოდნენ,მტრის ჟლეტა ნებავდათ _და ბარში რჩებოდნენ სამარის ჯვრებადა.ბარში მოდიოდნენ `ვოჟები~ კერკეტა _მთაში ბრუნდებოდნენ ზღაპრად და ლეგენდად.და სიკვდილს,სიმწრისგან ყელზე რომ დაადგა,ხევსურის ფარია სხვა მრავალ ფართაგან.ე მაგის სისხლია, ე მაგის ძვლებია,ჩვენს ქართულ ციხეებს რომ ჩაფიცხებია.ე მაგის სისხლია, ე მაგის სინდისი,ომში რომ არ წავხდით სიკვდილთან პირისპირ.მის გორდას მამულის გზა გაუკაფია,გორდასებრ ჩინჩხლებს ყრის ე მაგის კაფია.მოდის საქართველო ე მაგის ჯიშისა,რომ მტერი ვერაგი კვდებოდეს შიშისგან!
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი