პოეზია · ლირიკა
ჯერ მხოლოდ ერთხელ
ჯერ კვლავ შორსაა ის სინამდვილე,...ჯერ მხოლოდ ერთხელ ეწამა ქრისტე,ჯერ მხოლოდ ერთხელ, ტატოს მერანმაერთხელ მოასწრო ნახტომი მზისკენ,ჯერ მხოლოდ ერთხელ, სიცოცხლის აზრიერთხელ განსაჯა ეჭვით ჰამლეტმა,ცოდვილ სამყაროს ცოდვილი გზებიწარღვნამ ჯერ მხოლოდ ერთხელ წალეკა,ჯერ მხოლოდ ერთხელ მოსტაცა ცეცხლიპრომეთემ ზეცას და ღმერთად იქცა,ჯერ მხოლოდ ერთხელ თქვა გილგამეშმაარსის სიღრმეთა მხილველის სიტყვა,ჯერ მხოლოდ ერთხელ აანთო კანტივარსკვლავებიან ცით გაოცებამ,ჯერ მხოლოდ ერთხელ აღმართა შუბიწმინდა გიორგის თეთრმა ოცნებამ,ჯერ მხოლოდ ერთხელ უმღერა მუზამმამის ტკივილით შეძრულ აქილევსს,...ჯერ კვლავ შორსაა, ჯერ კვლავ შორსაა.ჯერ კვლავ შორსაა ის სინამდვილე.