↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გაჩნდი და..."

კორძაია ჯანსუღ

2016-06-121 წთ საკითხავი813 ნახვა

—
გაჩნდი და... ხელში მიპყრია ახლაიმ დროისა და სივრცის ნიღაბი,როცა მეგონა ვიყავი, მაგრამ,თურმე, მეგონა და არ ვიყავი.მიხმობ და... აღარ ელვარებს ახლაის ცა, გახსნილი მეცხრე ზეცამდი,როცა მეგონა, ვხედავდი, მაგრამ,თურმე, მეგონა და ვერ ვხედავდი.შენ ხარ და... სადღაც გამიქრა ახლაბომონი, სადაც ჟამზე ვმეფობდი,როცა მეგონა, ვწვდებოდი, მაგრამ,თურმე, მეგონა და ვერ ვწვდებოდი.მეძახი... აღარ ანთია ახლაის ცეცხლი, როგორც დვრიტა სიცოცხლის,როცა მეგონა, ვიცოდი, მაგრამ,თურმე, მეგონა და არ ვიცოდი.ჩემი ხარ... აღარ მომესმის ახლაის ხმა – იმგვარი, ის ხმა – ისეთი,როცა მეგონა, ვისმენდი, მაგრამ,თურმე, მეგონა და ვერ ვისმენდი.გაჩნდი და... ხელში მიპყრია ახლაიმ დროისა და სივრცის ნიღაბი,როცა მეგონა, ვიყავი, მაგრამ,თურმე, მეგონა და არ ვიყავი.
კორძაია ჯანსუღ

კორძაია ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი