↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მენავეები

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52770 ნახვა

—
ყნოსავს და ლოკავს ზღვა კენჭებზე თბილ ნაფეხურებს,ბათუმი გრილი, მოწყენილი, ღრუბელნაბური,წვიმის ბადეში მომწყვდეული, ვით ბარაბული,შეიხსნის უბეს, მოლოდინით გაჰყურებს ყურეს.
მენავეები თავ-თავისი ნავების მდგმურნი,თიკრავენ ბადეს და საჭერად გაცურვის სურვილსკინძავენ ძაფზე დაფაშრული, ხამი თითებით,მიზოზინობენ ფაცხებისკენ იქვე ვირთხები.ქარი სქელია და ზიმზიმა, როგორც მედუზა,თევზი არაა, მაგრამ ირგვლივ თევზის სუნია...ასე, იმედით ყოფნას, ალბათ, დრო ვერას უზამს,
ფიქრიანები რომ უსმენენ ზვირთების სუნთქვას,ჩანს ყველაფერი არ წასულა ხელიდან სულმთლად,დღეის დღე თუმცა ეს არაა, ეს წარსულია!
1985
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი