პოეზია · ლირიკა
მელას ჩივილი
რაც ქვეყნად კაცმა ისწავლა წერა,ჩემი სახელიწელა და წელა;ყოვლად მტყუანი, ქურდი, ცბიერი,მუდამ კუდგრძელა ვიყავი მელა.
თუ შევსანსლავდი სადმე ერთ ქათამს,კაცი დამდევდა თოფით და კეტით,თავად კი თავისნაირთა ჟლეტით,ჯიბენატენი ყვლეფით და ღლეტით,სულ ეძახოდა თავს ალალ-მართალს.
1996