↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მესხურო

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—
მესხეთო, ჩემო მესხეთო,შენს სახეს მინდა შევხედო.
ჩვენ ჩვენი ციხე-ტაძრებითერთად გვწვეს, ერთად გვეომნენ,ჩვენ ჭირსა შიგან გაძლებითხომ ვიცნობთ ერთიმეორეს.
შენ, ქვაო სულშთაბერილო,მესხური მზერით გამთბარო,მესხეთო, შოთას წიგნივითსავსედ გაშლილო მთა-ბარო.
მესხეთო, ჩემო მესხეთო,ხევ მსხმოიარევ, მესხურო,შენი მზე ჩამომეწვეთა,სიტყვასაც შენგან ვსესხულობ.
ზარი ზარზმული გვეძახდა,ხომ გახსოვთ, სხალთა-ხიხანო,ჩვენ მაშინ ერთად ვეწამეთ,ჩვენ ახლა ერთად ვიხაროთ!
1970
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი