პოეზია · ლირიკა
ქუჩის ხმაური
ვიღაც ქურდულად გიმზერს თვალებში,ვიღაც ვიღაცას თრთოლვით მოელის,ბრუნავს, ირევა აქ ერთმანეთშიაღმოსავლელი თუ ჩრდილოელი.მრავალნაირი ჰანგით და ბგერითთითქოსდა მძლავრი გუგუნებს ქორო,გადამავიწყდა მე ყველაფერიდა მხოლოდ ქუჩის ცხოვრებით ვცხოვრობ.ოი, ქალაქის ხმაურო დიდო!მოვალ და სულ სხვად გარდავიქმნებიდა განა ხალხი? მგონია, თვითონქუჩა მეხება მკლავებით, მხრებით.შემხვედრს ალერსით ვსინჯავ და ვწონიდა ტოკავს ქუჩა – ცხელი სტრიქონი.იგი მიზიდავს, იგი მამხნევებსორომტრიალით, სუნთქვით ძლიერით.დავეხეტები, უცნობ სახეებსაღტაცებული ვათვალიერებ.საიდან... საით... ან ვინ არიან _მსურს გამოვიცნო და ვაკვირდები.მოიჩქარიან, მიიჩქარიან,დააქვთ სურნელი მსოფლიოს გზების.არ მომწყინდება ასე ვიარო,ქუჩის შფოთვაში ღელვით ვებმები,მაგრამ მადარდებს ეს წუთიერიშეხვედრები და განშორებები.