პოეზია · ლირიკა
ფიქრი
რა უნდა იყოს ფიქრზე თამამი, –ზესკნელ-ქვესკნელის ძალუძს შეღება.მე ვფიქრობ ახლა, მე ვფიქრობ ახლადა ვგრძნობ ვიღაცის ფიქრის შეხებას, –ფიქრის შეხებას, ფიქრის შეხებასთითქოს ყორანმა ავად შეჰყეფა.ასე ადვილად ვინ გადალახოსდრო-ჟამი ანდა სივრცე უვალი,მიჩხრიკ-მოჩხრიკოს საუკუნენი, –ტროა... ლაზიკა... თებე... თუბალი...სხვა არაფერი არ მეგულება,ფიქრო, შენსავით თავისუფალი.ხან უცნობ მხარეს გადიხვეწები,უდაბნოს აქცევ სამოთხის ბაღად,აშენებ, ანგრევ, იკვლევ, მიელტვი,ხან გაბოგინებს მოგონებაღა.სად არის მიწა, – არ გადალახო,სად არის წყალი, – არ გადასცურო...ვინ გსურს სიმაღლით გააამაყო,ვინ გსურს დაღუპო, ფიქრო მაცდურო?ო, ბედნიერთა ლაღო მეგზურო,ოი, ნუგეშო არასმქონეთა...ეს ვისი ფიქრი მიახლოვდება,ვით დედამიწას უცხო კომეტა?!