↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისო

რამიშვილი ოთარ

2016-06-121 წთ საკითხავი1212 ნახვა

—
ყველა შენ გეტრფის, ჩემო თბილისო,ქვეყანას შენი ნახვა სწყურია,ულევი ზღვა ხარ სიყვარულისო,შენში ზამთარიც გაზაფხულია.ვის არ მოხიბლავს შენი მთაწმინდა,ძველი თბილისის ძველი იერი.თბილისელი ვარ, თბილისში გავჩნდი,მეამაყება, ვარ ბედნიერი.ჩემო თბილისო, ჩემო ლამაზო,გამშვენებს მთები, გალაღებს მტკვარი,ისე მიყვარხარ, ვერსად ვერ გავძლებ,უშენოდ გული მექნება მკვდარი.მტერთა რისხვა ხარ, მოყვრის იმედი,მინდა გიმღერო, შენზე ვილოცო,მეორე დედავ, ჩემო მშობელო _მსურს, რომ მე შენი ქუჩები ვკოცნო.

რამიშვილი ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი