პოეზია · ლირიკა
მხატვარი
მოჰყვებოდა აღმართს,მზე უჭრიდა თვალებს,ემჩნეოდა დაღლასხივით მოელვარეს.გავაჩერე, ვკითხე:რად ხარ ასე მწყრალი?მომაჩერდა, ვით ტყვეშვლის ნუკრივით მფრთხალი.შენ სხვას ხატავ, ანგელოზო,თვითონ დასახატი ხარ,ამ ქუჩაზე მაგ ფუნჯებითმითხარ, რატომ დადიხარ.რად ვერ ჰპოვე გულის სწორი,შენებრ ცისფერ თვალებით,რომ დილიდან საღამომდისამ გზით დაიარები.გამომიტყდა წამსვე:ვეუფლები ხატვასდა ამ ხიდზე გამვლელსფუნჯით ფერებს ვატან.ვეძებ, ვეძებ, ვეძებ,მეძებს, მეძებს, მეძებს,მე უმისოდ, ის კი _უჩემობით ვერ ძლებს.სხვას რად ხატავ, ანგელოზო,თვითონ დასახატი ხარ,მეც შენსავით დარდიანიქუჩა-ქუჩა დავდივარ.ვერც მე ვპოვე გულის სწორი,მოალერსე თვალებით,და დილიდან საღამომდისამ გზით დავიარები.