პოეზია · ლირიკა
სიჩუმე ხმაურით
ერთხელ აღებულ აკორდებსსული სხეულში აკორდებს,როგორც შეჩვეულ ნარკოტიკს,ისე ვექცევი ბწკარს.მთვარეს ღამეში აბოდებსდა ვარსკვლავების ნაფოტებსაყრის გაჩეხილ წალკოტისგარდაცვალების წამს.დგას მოწყენილი მეტივე,ტბის სევდიანი მოტივითდა საუკუნო ლოდინითუცდის შორეთის მგზავრს.ვეღარ გაუძლო მეტი ვერდა შეწყვეტილი ნოტივით,მიწაზე გამხმარ ტოტივითდამსგავსებია ბზარს.დაანგელოზდნენ ვარდები,მკვდარი პეპლების ვარდნებითდა მოწითალო ღვარი სდისბროწეულებში ქარს.ცა ფიფქებშენავარდები,შავბნელი ღრუბლის ლანდებითტკივილს ინახავს ხვალისთვის,მზეს ახვევია გარს.ფრთებჩამომტვრეულ იადონსწალკოტი ფრენას მიანდობს,დაიავადებს ბულბულინაიავარდებ ხმას.ყვავილთხმაურში ია დუმს,სიჩუმემ ხელი მიადოდა ჯოჯოხეთის გუგუნიშეუბრალებლად ხნავს.