↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალო ქალწულო

რამიშვილი ოთარ

2016-06-121 წთ საკითხავი1211 ნახვა

—
ღამე დავეხეტები, ღობე-ყორეს ვედები,მელანდება მტრედები და გედები,სადღეგრძელოს შენსას ვსვამ,შენზე კარგი ვინა მყავს,სულ არ ჰგავხარ, მშვენიერო, სხვას.ქალო ქალწულო, გულო და სულო,მეშინია არ გაფრინდე, ფრთებგამოსხმულო.წამწამების ჩერო გაქვს,დალალები შენ რომ გაქვს,ვენაცვალე ლერწამივით ტანს,ქუჩაში რომ დადიხარ, მარტო ჩემი დარდი ხარ,სიცოცხლე და გულის დარდი ხარ.ქალწულ ასულო, გულო და სულო,მეშინია არ გაფრინდე, ფრთებგამოსხმულო.

რამიშვილი ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი