↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს ძველ ბინაში

მარგიანი რევაზ

2026-07-181 წთ საკითხავი570 ნახვა

—
ჩემს ძველ ბინაში რაღაც დავტოვე,ფიქრი, ალერსი, დარდი, ზმანება.ხშირად ამიტომ ვგრძნობ სიმარტოვესდა განშორებაც დამენანება.რაც სულს გააჩნდა მცირე ქონება,დედას გადურჩა შეუფუთავი,ბევრი ოცნება და მოგონებადღეს იქ ზუზუნებს, როგორც ფუტკარი.ვნანობ, იქ დარჩა განძი ნამდვილი,ღამის თევა და ბევრი ღვიძილი.რაც ვერ შეფუთა ცოლმა ბარგივითმინებს მიმსკდარი ჩემი სიცილი.ვერც გალიაში ჩასვა ჩიტივითჩუმი, გულთბილი დედის ალერსი,გახარებული ბალღის ტიტინიდა მისი კოცნა უმხურვალესი.მან ვერ აკრიფა გამწყდარ მძივივითმიმოფანტული ჩემი ცრემლები,ვერ შეახვია დედის ღიმილის,მამის ღიმილის ცისარტყელები.ვერ წამოიღო ჭერზე მიხლილისტუმრის ლილეო ომახიანი,ვერც ახლობელის ტკბილი ღიღინიდა ვერც მთაწმინდის გრილი ნიავი.ვერ წამოიღო ჩემი ქუხილი,ბგერები ჩემზე გაბუტულები,ხან სიხარული და ხან წუხილი,ბარტყივით სადღაც მიყუჟულები.იქ დამრჩა სევდით და აღტაცებითსიზმრად შეთხზული ბევრი შაირი,ამოლამბული სიტყვის ძაფებითდა პოეზიით სავსე ჰაერი.იქ ძველ ბინაში რაღაც დავტოვე,ფიქრი,ოცნება, დარდი,ზმანება.ხშირად ამიტომ ვგრძნობ სიმარტოვეს,"დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!"
მარგიანი რევაზ

მარგიანი რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი