პოეზია · ლირიკა
მთის კალთაზე სახლი მედგას
მთის კალთაზე სახლი მედგას,ხეც ხარობდეს ათიოდე,იისფერად, განუწყვეტლადცაში კვამლი ადიოდეს.ბუხრის პირას მუხლმორთხმულივით ზღაპარში, ვიჯდე მწყრალი,ჩემზე იყოს გულმოსულიჩემი თეთრი დედოფალი.ბუხარივით გუზგუზებდეს _მხიარული მქონდეს გული,ჩემს ბავშვობას მაგონებდესცოლის ტკბილი ჩონგურული.გასაზრდელი ბიჭი მყავდეს,გოგო მყავდეს თაფლისთვალი,შავგვრემანი მამას ჰგავდეს,დედას _ მისი თეთრი ქალი.დამეზარდონ სანაქებოდდა მათ დაჰყვეთ დედის გული,მამასავით იოცნებონსაქართველოს სიყვარული.მთის კალთაზე სახლი მედგას,ხეც ხარობდეს ათიოდე,იისფერად, განუწყვეტლადცაში კვამლი ადიოდეს.