↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მირანგულა

მარგიანი რევაზ

2026-07-182 წთ საკითხავი583 ნახვა

—
ძველი სვანური ბალადა_ ვაი, ჩემო მირანგულა,ძაძიანი დედა გელის,შვილო, როგორ გაყინულასაყვარელი კერა შენი!... სად ხარ, ნეტავ, მირანგულა?დედა კვნესის ანათრთოლი;მთებზე თოვლი გათანგულადღევანდელი დანათოვი!ბიჭო... დედას რად ივიწყებ?ნისლმოხვეულ კოშკში კერას? _საახალწლოდ ჟღალისფერიჩოხა შენთვის შემიკერავს.ღამეა და ველოდებიცრემლიანი ისევ რიჟრაჟსაზვინულან თეთრი მთები,თეთნულდისკენ თოვლი ჟინჟღლავს.ქარი კვნესის და ზუზუნებს,ცივი ბუქი ხევში ბრუნავსდა კერიაც დაგღუღუნებს:_ ნეტავ სად ხარ, მირანგულა?ჭიანური გამჭვარტლულიმიკიდია საკარცხულთან,შვილო, შენს ხმას დანატრულიარ ვიკარებ ახლოს გულთან.გარეთ ცივა... დარჩენილიძაღლი სადღაც მიწკმუტუნებსდა ცა, საკინძდაგლეჯილი,ყრის ვერცხლისფერ უზალთუნებს!... იქნებ, შვილო, გზას გადასცდი,წაჰყევ შვავებს და ნამქერებს,სად ხეობა ყრუ და მკაცრიშესაზარად ჩაახველებს!სიბნელეში სადღაც ისმისკლდეებიდან წყლის ჩახჩახი,ქარს გამოაქვს კავკასიისნისლიანი ჩაბალახი,შვილო ჩემო, იმერეთითმოიტანდი პურს და მარილს,პურს ბარაქა ექნებოდა,მარილს _ სიტკბო ლამაზ ქალის.მიმატოვე კოშკში ობლად,უბედობას გული ჩივის:გზა არ არის, უგზოობამგადაკარგა ჩემი შვილი!შვილი _ გიჟი ენგურივით,მხნე, ზვიადი, როგორც უშბა,რომ დგას მუდამ შებურვილიდა ღრუბლებში შუბლი უჩანს!გარეთ მივალ... გაყინულივარსკვლავები აღარ ჩანან,მხოლოდ მთები ჩაჭიდულნიდათოვლილი მხრებით დგანან!გარეთ ცივა... ნისლი გაქრა,თოვს ვკვეთავ და შენთან მოვალ,ხევში შვავი გადიხაფრადა დაიწყო ისევ თოვა...მირანგულა, შენ გეძახი,ვერ მოვნახე შენი კვალი,კვარი ბჟუტავს, ალბათ სახლისდამრჩენია ღია კარი.ღამეა და წივის ქარი,მთები თოვლით გათანგულა,ქარს ქვითინი მოაქვს ქალის:_ ვაი, სად ხარ, მირანგულა?
მარგიანი რევაზ

მარგიანი რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი