პოეზია · ლირიკა
ორი საბანი
ლოლა ს...სსიყვარულსაც და სიკვდილსაც _ ორივეს უყვარს წოლა!ცრემლები იცის ორივემ _ ვეება, მუშტისტოლა!სულყველა მისი მონაა _ ხელმწიფეც, მღვდელიც, მოლაც,ჯარისკაციც და სარდალიც...შენც იმათ შორის, ლოლა...სიყვარულსაც დ სიკვდილსაც _უყვართ, შენსავით, წოლა...და სიყვარულის სასმელი სულ რომ ჯამებით ისხა _რაც პირველ ღამეს დალიე, ბოლო ღამემდე ის ხარ,ცხრა ცხოვრებითაც იცხოვრო, ცხრა ლომს რომ ეჯდე ცოლად,იმ ერთს შერჩები ბოლომდე ვეფხვის ნახტომზე ზოლად...სიკვდილ _ სიყვარულს _ მშვენებას (თუმც ცალი თვალით ელამს)რას მოუხერხებ... შეეშვი მაგ კონიაკს და “ელემს”,თავს ნუ მოიკლავ, ნუ იზამ, სიგარეტით და ყავით,ისეც მოკვდები სიკვდილის და სიყვარულის ზავით _აკი გითხარი _ ორივეს საშინლად უყვართ წოლა,როგორც შენ გიყვარს.... ან უფრო სწორად _ გიყვარდა, ლოლა...სიყვარულსაც და სიკვდილსაც _ორივეს უყვარს წოლა...