პოეზია · ლირიკა
ლორკას უკანასკნელი მონოლოგი
შენ ბედს რა დაჰყვა ცრემლგარეულიმწარე ფორთოხლის გემო!გიტარასავით გადამსხვრეულო,ო, ესპანეთო ჩემო!ბედნიერი ვარ აწ და მარადის,–მე მოკლული ვარ შენთვის,ბედნიერებას ვეღარ წამართმევსვერა კაცი და ღმერთი.იმ ღამით დათვრნენ გვარდიელები,რა ეშმას საქმეს მორჩნენ.სტვენით, ღრიალით და სიმღერებითსცლიდნენ ვეება ტოლჩებს.სვამდნენ...მღეროდნენ, უბრაგუნებდნენდუქნის იატაკს დეზებს...და არც იცოდნენ უგუნურებმა–ჩემსას მღეროდნენ ლექსებს...