პოეზია · ლირიკა
ნათია
ეს არის, ქვეყნად რაც მაბადია,ხეზე გასაფრენ ბარტყივით შევსვი –ჩემი პატარა ქალი – ნათია,მშობელ მიწაში გადგმული ფესვი.მაინც ეს იყო ალბათ მთავარი,სხვა ყველაფერი იყო მზადება,ჩემი ნათია, როგორც თამარი,წამწამთა რხევით შემობრძანდება.და გაზაფხულის ფერი ედებამის თვალებს, კაბებს, სათამაშოებს,მისი ღიმილი მეიმედებადა მის სინათლეს რა დამაშორებს.მე მას ვთავაზობ ცას და ვარსკვლავებს,მისთვის ვშრიალებ მწვანე ფოთლებითდა მის სიზმრებთან ჩუმად ვკანკალებყრუ სტრიქონებით, რწმენით, ცოდვებით...მაინც ეს იყო ალბათ მთავარი,სხვა ყველაფერი იყო მზადება,ჩემი ნათია, როგორც თამარი,წამწამთა რხევით შემობრძანდება.