↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "როგორც ქვრივ-ობოლს"

გაბრიჩიძე ნელი

2021-06-121 წთ საკითხავი382 ნახვა

—
როგორც ქვრივ-ობოლსვალს არ სთხოვს მეფე,და ჩაქნეულ ხელს ვერც კი დალანდავ.არ იძაბება ჭიშკარი მყიფე,არაფერს ითხოვს ჩემგან მარაბდა.კარს არ აწყდება ქარი მცხეთური,მთვარე არ ზვერავს ვერცხლეულს მიმქრალს,არც მოლოდინი, არც საყვედური,მამულო, ჩემთვის აროდეს გითქვამს.ხარ მბრძანებელი, მე კი ვასალი,თავზე გადაგდის წვიმების ხვითო,ვალის გადახდაც უნდა მასწავლო,თავის განწირვას ვისწავლი თვითონ.ვარ გული, ისარს შეჭიდებული,მონატრებული გრიგალს – ხეხილი;თავს მადგას ლექსი შეჭირვებული,და ხევსურივით წარბგაჩეხილი....

გაბრიჩიძე ნელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი