↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კოჯრის იები

გაბრიჩიძე ნელი

2021-06-121 წთ საკითხავი382 ნახვა

—
იქნებ სიმღერის დამთავრდა ჟამი,მაისს ამაოდ ვეალერსები,და დაფარული ყვითელი შლამითფსკერს ეხებიან ჩემი ლექსები.ქარში მიხმობენ იები კოჯრის,თუ ბეთანიის თეთრი თაღები,ამდევნებია რითმები კოჭლი,და თითქოს გული მეთანაღრება...ის შარშანდელი ფოთლები გახმა,და თვალწინ ჩუმი სევდა მინთია,რომ ისევ მთაა სხვა მთების გაღმადა ყველაფერი პირობითია.და სულ ერთია, სად გაშლი აფრას,ღრუბელს დასტოვებ გზაზე თუ შროშანს,ბოლოსდაბოლოს ოთხკუთხედ საფლავსდაფარავს მწვანე ბალახის დროშა...იქნებ სიმღერის დამთავრდა ჟამი,მტკვარს სულ ამაოდ ვეალერსები,და დაფარული ფიქრით და შლამითმიწაზე ყრია ჩემი ლექსები.

გაბრიჩიძე ნელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი