↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბებია

ჯგებურია მურმან

2001-07-121 წთ საკითხავი353 ნახვა

—
თავს იკოხტავებს ბებია:ხვალ თუ ზეგ მიდის სადღაც, –იქ რომ მაღალი მთებია,მიდის იმ მთების გაღმა.იმ გაღმის გაღმაც მთებია,იმ მთების გაღმაც მთები,თავს იკოხტავებს ბებია,ხვალ თუ ზეგ მიდის ბები.თმა დაივარცხნა სარკესთან,ჩამოიფერთხა კალთა,ჩუმად ჩამოჯდა სანთელთან,წმინდა გიორგის ხატთან.თავს იკოხტავებს ბებია:ხვალ თუ ზეგ მიდის სადღაც, –იქ რომ მაღალი მთებია,მიდის იმ მთების გაღმა!

ჯგებურია მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი