პოეზია · ლირიკა
სარდაფის ბოლში
ერთი მილიდან ამოდის ბოლი,დგას და ისვენებს მეორე მილი,ეს არის მილი, იმ მილის ცოლი,ხოლო ის მცირე მილია – შვილი.ისინი თითქოს მიდიან სადღაც,აქედან მოჩანს ტყისპირი მწვანე,ნაგავი ყრია ფაბრიკის ახლოს,ეს ჩანს სარდაფით, სადაც ლუდს სვამენ.ერთია – რუსი, სომეხიც – ერთი,ორი ქართველი და ერთიც ქურთი,ქალი კი ვაჭრობს თევზით და მკერდით,და ქურდის ქურდი არაა ქურდი.რას შეალიე ცხოვრება მთელი?ვაი, არაყიც უკვე არ გათრობს;ზანტად აიღო ვიღაცამ წელიდა სარდაფიდან გავიდა მარტო.გქონდა სოფელი, ეზო და კარი,და საალერსო სახელიც გერქვა;დამლაგებელი მოვიდა ქალიდა სუფრის ნარჩენს დაუწყო ქექვა.– ვკეტავთ! – გაისმა ბრძანება ცივი,დამლაგებელმა ჩააქრო შუქი;სადღაც წავიდა ის ერთი მილიცდა შეაქცია საღამოს ზურგი.