პოეზია · ლირიკა
*** "წყლის პირას სამი ტირიფია"
წყლის პირას სამი ტირიფია,ერთს მოელიან.საღამოს შუქი ირიბია,გზა-სოველია.მალე გადავა შუქი ტატნობს,მოვა? არ მოვა?შორს, სხვა ტირიფი მარტოდმარტოდგას. საღამოა.ზამთრისპირიკართან –შიშველი ცაცხვია...ღობესთან –შეშა აწყვია...ღობეც შეშაა, მახარე,თუკი ზამთარი მკაცრია.