პოეზია · ლირიკა
მშვიდად
მშვიდად,მშვიდად იარე,ჩემო ლურჯთვალება მოთმინებავ.ქალაქს რომ გასცდები,სოფელი შეგეყრება.ბედნიერი ხარ,არაფრისა არ გეშინია,რადგანაც უკვე დიდი ხანია,სიზმარი ცხადში აგრევია...თბილია მტვერი სოფლის შარაზე,როგორაც ჩვრები ჩვილი ბავშვისა.აქ გაუვლია ნახირს, წასულადა ტყისპირებში ძოვს მონდომებით.მშვიდად, მშვიდად იარე,ჩემო ლურჯთვალება მოთმინებავ.ქალაქს რომ გასცდები,სოფელი შეგეყრება.