პოეზია · ლირიკა
ოცნება თიხისფერი ქალიშვილისთვის
დაე, მკოცნიდესიგი თვისი მინერალური ბაგეებით,დაე, მკოცნიდეს!..თუმც მოხუციც ვარ და ვერაგიც,თუმცა არაფერიც აღარ მიკვირსდა სიყვარულისქარიც მუხლებს აღარ მიჩქარებს,დაე, მკოცნიდესიგი თვისი მინერალური ბაგეებით,დაე, მკოცნიდეს!თუმცა ხის ჩრდილშიმჯდარი მიტომ ვიღებ ხელთ ნაყოფს,რომ იმის კანქვეშ შეგროვილმასიცოცხლის წვენმაკვლავ გაანედლოსგამომშრალი ჩემი თითები,რომ იმ თითებმაიმსუბუქონ ძველი კალამი,და იმ კალამმაცმეათასედ გამოიყვანოს:დაე, მკოცნიდესიგი თვისი მინერალური ბაგეებით,დაე, მკოცნიდეს!