პოეზია · ლირიკა
*** "შოთა ჩანტლაძე მესიზმრა გუშინ"
შოთა ჩანტლაძე მესიზმრა წუხელ –კი არ მესიზმრა, ნამდვილად ვნახე...თავისი წიგნი მივართვი, ვუქე,სივრცეს გახედა მწუხარე სახით.ლაპარაკში ვერ ავიყოლიე,მხარზე გამხდარი შემახო ხელი.`ახლა თბილისში გამარონია...”თქვა და თვალებზე შევნიშნე ცრემლი.– მშვიდობით იყავ, ჩემო ძმობილო,ეს წიგნიც ჩემგან სახსოვრად გქონდეს...გაშალა მიწა, როგორც ლოგინი,და წაიფარა ვეება ლოდი.