↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "წუხელ სოფლიდან მესტუმრა მთვარე"

კერძევაძე ელდარ

2003-07-121 წთ საკითხავი371 ნახვა

—
წუხელ სოფლიდან მესტუმრა მთვარედა მოიტანა სურნელი თივის,არ ვუჯერებდი საკუთარ თვალებს –თითქოს ვუსმენდი მამლების ყივილს.თითქოსდა, სოფლად იქცა ქალაქი,და წარსულ დღეთა მათბობდა სითბო,და ცრემლს და სიცილს ვეღარ ვმალავდი,ბავშვობა ჩემი დაბრუნდა თითქოს.შევცვლილვარ განა, წარსულო ჩემო?ვერ მიცან? რატომ აცეცებ თვალებს?ღადარში თბილად ჩაკრულო კვერო,კვლავ მელოდები გულგამომწვარი...კვლავ მელოდებით, ბავშვობის გზებო,მიწავ, ათასჯერ გადაზელილო,პატარა სახლო, პატარა ეზოვ,მიტოვებულო და მოწყენილო.მე კი პარკეტზე ვსეირნობ დინჯად,ვიღაცა ურცხვად ფათურობს სულში...სარკეში ხელის კანკალით ვსინჯავნაოჭს, რომელიც არ მქონდა გუშინ.ნასწავლ მანერებს, მოზომილ ღიმილს,შეუმჩნევლად რომ შემომაჩეჩეს,განვიცდი, როგორც უსაზღვრო ტკივილს,განა არა ჩანს დაღლილ სახეზე.განა ვერ იგრძნეთ, ამ დაღლილ თვალებს,როცა წარსულის აუნთეთ სხივი,წუხელის, როცა მესტუმრა მთვარედა მოიტანა სურნელი თივის.

კერძევაძე ელდარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი